საქართველო - საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა.

„საბჭოს სხდომას ორი ქვეყნის სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკის, უძრავი ქონების, მეტალურგიის, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საბჭოს ამოცანა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ინვესტიციების წახალისება იქნება.

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"- ს ფარგლებში გაფორმდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!