PSP და LIB.GE ერთობლი პროეტის ფარგლებში რაჭას, სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ

PSP-სა LIB.GE-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გიორგი კეკელიძისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, 26 ოქტომბერს, რაჭის სოფელ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ახალი წიგნები, სკოლის ექიმის კაბინეტისთვის საჭირო ინვენტარი და პირველადი დახმარების მედიკამენტები. სკოლის საუკეთესო მოსწავლეს, ელენე რეხვიაშვილს კი, პერსონალური კომპიუტერი.

გიორგი კეკელიძემ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს თავისი ახლი წიგნი „ხვიჩა, ვარსკვლავი -სახელად ვარსკლავი“ გააცნო და საჩუქრად გადასცა.

„რაჭა, ერთ-ერთი კუთხეა, სადაც ონლაინ სკოლა მალე ამუშავდება და მოსწავლეებს წიგნიერების ამაღლებისთვის გაკვეთილებს საუკეთესო მასწავლებლები ჩაუტარებენ. პერიოდულად იგეგმება ასეთივე ვიზიტები სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, მოსწავლეებისთვის ახალი წიგნების გადაცემა და თანამედროვე ავტორებთან შეხვედრები“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში. LIB.GE-სთან გაფორმეული შეთანხმების ფარგლებში პირველი ვიზიტი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში განხორციელდა; მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება, სტიმულია ეტაპობრივად სხვადსხვა რეგიონების სკოლებიც მოვიცავთ. მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეების დაინტერესება ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ამ მნიშვნელოვან და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება