„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში სენატორ ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში სენატორ ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში, დიდ ომში, სადაც ავტორიტარიზმი და ავტორიტარული სამყარო ებრძვის დემოკრატიულ ღირებულებებს, უზარმაზარი უნდა იყოს აშშ-ის როლი, რათა უპირველესად, მისი რეპუტაცია და იმიჯი არ დაზიანდეს.

„პუტინმა და პუტინის რეჟიმმა ივანიშვილის მთავრობას ასწავლა მთავარი გაკვეთილი, რაც მათ ყველაზე კარგად იციან, რომ „მიაწექით ბოლომდე და სანამ გაგივა მიიტაცე სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები“. სწორედ ამ გლობალურ დაპირისპირებაში, დიდ ომში, სადაც ავტორიტარიზმი და ავტორიტარული სამყარო ებრძვის დემოკრატიულ ღირებულებებს, უმნიშვნელოვანესია და უზარმაზარი უნდა იყოს შეერთებული შტატების როლი, რათა პირველ რიგში აშშ-ის რეპუტაცია და იმიჯი არ დაზიანდეს, არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში, ქართველი ხალხის თვალში, რომ დაუთმეს ყველაფერი და ავტორიტარებს გაატანინეს მაინც თავისი და მიატაცებინეს სახელმწიფოები, არამედ ასევე, სხვა ასევე რეგიონული მოთამაშეების თვალში. ამაზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ, საფუძვლიანად და დეტალურად ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს, ვაშინგტონში, რადგან ეს შედის დემოკრატიული ღირებულებების ფასეულობების სისტემის დაცვა და გადარჩენა, შედის როგორც ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის, ასევე ქართული ოპოზიციის ინტერესებში, ასევე შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესებში, რომ მათი რეპუტაცია და მათი ავტორიტეტი იყოს შენარჩუნებული, გადარჩენილი და კიდევ უფრო განმტკიცებული“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება