ისრაელის თავდაცვის ძალები - მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა

მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროები „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად და მძევლების ისრაელში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.

„მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა და ჩვენი ყველა აქტივობა, როგორც ოპერატიული, ისე სადაზვერვო, ამ გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჰაგარიმ.

„ჩვენ ვმოქმედებთ იმ მიზნების შესაბამისად, რომლებიც ჩვენ დავსახეთ. აღნიშნული მიზნებია - "ჰამასის" განადგურება, საზღვრების დაცვა და მძევლების სახლში დაბრუნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!