დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგეს

დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ჯი დი ჯგუფს“ 2 638 671.30 ლარის ხოლო შპს „არდი დაზღვევას“ 8 363 821,20 ლარის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ „არდიმ“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 8 363 821 ლარი აანაზღაურა. „ჯი დი ჯგუფის“ მიერ კი, თანხის ანაზღაურება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, 2018 წელს, სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფთან“ ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ჯამში, 144 ბინის შესყიდვას ითვალისწინებდა. კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „არდის“ ავანსის და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ შეასრულებდა, საბანკო გარანტია, ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას ითვალისწინებდა. კომპანიას საავანსო თანხა, სწორედ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადაერიცხა.

ორივე შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, შესაბამისად დაეკისრა, როგორც ავანსად გადახდილი თანხის ანაზღაურება, ასევე, ჯარიმა.დაკისრებული მოთხოვნა „ჯი დი ჯგუფის“ და სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ მიერ არ შესრულდა, რის შემდეგაც შეწყდა ხელშეკრულება და დევნილთა სააგენტომ მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეებს სააგენტოს სასარგებლოდ 11 002 492 ლარის გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სადაზღვევო კომპანია ,,არდი დაზღვევას“- 8 363 821, ხოლო კომპანია შპს ,,ჯი დი ჯგუფს“ 2 638 671 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდა. უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება