ალექსანდრე კრევო-ასათიანი - სენატში ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება - გადატრიალება არავის არ უნდა, გადატრიალებას აქვს ერთი სახელი - ეს სახელი არის არჩევნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, კოლეგებს სენატში ესაუბრებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის დემოკრატიის გაძლიერება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის.

მისი თქმით, სენატში ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებენ. კოალიცია დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვლევათა ჯგუფს - Heritage Foundation-ს შეხვდა აშშ-ში.

„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოზე. უკეთესი ეკონომიკა, უფრო მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის, მთელი შავის ზღვისთვის, სწორედ ამიტომ ვართ აქ. საქართველოს ხელისუფლებიდან არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოდის სენატში, სადაც ახლა, ჩვენ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ილაპარაკოს საქართველოს საჭიროებებზე. ამიტომ, ჩვენ ვასრულებთ ამ როლს, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციაში ვართ, ჩვენ ვასრულებთ ზუსტად იმ როლს, რასაც ჰქვია საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტზე ზრუნვა. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს სენატში, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის დემოკრატიის გაძლიერება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის, ყველა კარგად ხვდება სენატში, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი წლის არჩევნებში გავიმარჯვოთ ყველანაირი დემოკრატიული წესის დაცვით. როცა ხელისუფლებიდან გვესმის მესიჯები, რომ USAID-ს სურს, რომ ხელისუფლება გადაატრიალოს და ა.შ, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს არის რუსული მესიჯი და აქაც ესმით ეს ყველაფერი. გადატრიალება არავის არ უნდა, გადატრიალებას აქვს ერთი სახელი - ეს სახელი არის არჩევნები და არჩევნებით გავიმარჯვებთ, დემოკრატიული ხელისუფლება დაბრუნდება საქართველოში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება