ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა, ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს - მიიჩნევენ, რომ დაზიანებული ქვეყანა ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა

დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ, ჯობს გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ის განცხადებები, რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ, ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაზიანებული ქვეყანა ამ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ეს იყო ერთადერთი და მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ამ გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს საერთაშორისო დონეზე. დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ, ჯობს, რომ გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ეს განცხადებები რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის პერიოდშიც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს წარმატებული ნაბიჯები არ შემდგარიყო. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღესაც. ვხედავთ, რომ ამ ფონზე ახალი პროპაგანდისტული ტრენდის გაჩენას ცდილობენ - რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენ მოგვანიჭებს [კანდიდატის სტატუსს] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო