აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - რიკოთის მაგისტრალი, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ  ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში - მინდა მივულოცო მთავრობას

ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ამაყობენ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშრომლობით.

„მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე ხევი შორაპნის სექციისა რიკოთის უღელტეხილის, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით სხვადასხვა დეპარტამენტებს აღნიშნული ეტაპის გავლა. ჩვენ ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშრომლობით, ისევე როგორც სხვა ფინანსური ორგანიზაციები რომელიც დღეს აქ არიან წარმოდგენილები, ჩვენ ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის.

რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლეობისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში, როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფნის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ და ჩვენ გვინდა ვანახოთ აი ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება შემდეგ წელს", - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება