როლანდ პრაისი - ჩვენ აქ არ ვიქნებოდით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან ძლიერი პარტნიორობის გარეშე

ჩვენ აქ არ ვიქნებოდით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან ძლიერი პარტნიორობის გარეშე, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

როგორც როლანდ პრაისმა განაცხადა, მაგისტრალი რეგიონალური და საერთაშორისო თვალსაზრისით არის ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს.

როგორც პრაისმა აღნიშნა, ჩინეთს ევროპასთან და მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.

„საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა გახლავთ - შემცირება დისტანციისა მგზავრობის დროს და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

რეგიონალური და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან - მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღონისძიება „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე.

რიკოთის მონაკვეთის F 0 -ის და F 1 სექციის დასრულებას ელის მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ ტრანსფორმაციული პროექტების რეალიზაცია, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში ხალხის წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის“, - განაცხადა პრაისმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო