„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანის გათხრებში მონაწილეობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა, ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვანზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 2023 წლის აგვისტოდან განაახლა.

„აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 17კმ-ის დაშორებით, ნიჩბისის თემში მდებარეობს.

ექსპედიციის ხელმძღვანელია "ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი.

ნიჩბისის ხევის ადრე ელინისტური ხანის სამაროვნისა და ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას 1980-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით.

2018 წლიდან „ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა და ისტორიულ-არქეოლოგიურმა მუზეუმმა აღადგინა სრულფასოვანი კვლევითი საქმიანობა.

2018–2022 წლებში სამაროვანზე გამოვლენილი და შესწავლილია 72 სამარხი. აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დაცულია "ევროპის უნივერსიტეტის" ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმში.

„ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მსგავს ექსპედიციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მუდმივად აქვთ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება