ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ

ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები გასაგებია - „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება”.

მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასაწყისი ეტაპი მასიური საჰაერო კამპანია იყო, “რათა საშუალება მიგვეცა ჩვენი სახმელეთო ჯარებისთვის, რაც შეიძლება უფრო უსაფრთხოდ ემოქმედათ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება