მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

„მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა, თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაეცა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესი და კლინიკა, აღნიშნულ სერვისს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში, ადგილზე მიაწვდის.

მესტიის მუნიციპალიტეტის, გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო