ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - მრცხვენია გაერო-ს გამო, მოდით დავტოვოთ ის

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორში ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ჩეხეთს გაერო-ს დატოვებას ურჩევს.

„სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1400-ზე მეტი ისრაელელი დახოცა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას წინ მკაფიოდ და სრულად მხოლოდ 14 ქვეყანა აღუდგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც! მრცხვენია გაერო-ს გამო. ჩემი აზრით - ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, დავტოვოთ ის“, - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისათვის, პარასკევს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი იორდანიამ და კიდევ 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოამზადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება