ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!