საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების და სტუდენტების სახელით, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილს უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

ჩვენგან წავიდა დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, რომლისთვისაც სამშობლო, ოჯახი და თეატრი განუყოფელი იყო. მის მიერ შესრულებული როლები ფილმებში - „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და ა.შ., დაუვიწყარია. ნათელში ამყოფოს თენგიზ არჩვაძის სული უფალმა!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება