ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადების გამო, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებს ადანაშაულებდა, მოიბოდიშა

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის, უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს.

"შევცდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო“, - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში, სადაც მან გუშინდელი პოსტი წაშალა.

მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს.

„ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და იბრძვიან ჩვენი სახლისთვის“, - დაწერა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, შაბათს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ამ განცხადებამ ოპოზიციის ლიდერების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათ ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება