რომის პაპი - ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის, პალესტინისა და ისრაელისთვის - ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს

მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია, - ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.

მისი თქმით, ცეცხლი უნდა შეწყდეს და მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.

„ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა - ყოველთვის, ყოველთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!