ანტონიო გუტერეში - ვწუხვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა სამხედრო ოპერაციები გააძლიერა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და “ჰამასის” მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შესახებ.

მან ნეპალში ვიზიტისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, "დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებისა და მდგრადი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ, რომელიც დააკმაყოფილებს ღაზის ხალხის საჭიროებებს".

„ვწუხვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული პაუზის ნაცვლად, ისრაელმა გააძლიერა სამხედრო ოპერაციები”,- განაცხადა მან.

გაეროს გენმდივანმა, ასევე კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული „შემზარავი თავდასხმები“ და მიუსამძიმრა ნეპალელი ათი სტუდენტის ოჯახებს, რომლებიც თავდასხმისას დაიღუპნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება