ქუთაისის მერიამ თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფცია წარადგინა

ქუთაისის მერიამ ქალაქის სპორტულ საზოგადოებას თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება „შენგელია არენაზე“ გაიმართა და შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაპარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტსა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე". პროექტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით.

ამასთან, ქუთაისის მერიის ცნობით, კომიტეტის ინიციატივით, სპორტის კონცეფციის წარდგენა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში მოეწყო, დღეს კი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ და დოკუმენტის შესახებ ერთად იმსჯელეს.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, პირველად საქართველოში შეიმუშავა სპორტის განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლის მიხედვითაც მოხდება ქუთაისში სპორტის განვითარება 2024-2030 წლებში.

დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად დავგეგმოთ ქუთაისში სპორტის განვითარების ხვალინდელი დღე.

დღეს ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სპორტულ საზოგადოებას, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს წარვუდგინეთ, ერთად ვიმსჯელეთ კონცეფციის დადებით მხარეებზე და დოკუმენტის განხორციელების ასპექტებზე.

ქუთაისის სპორტის განვითარების კონცეფცია მრავალი ადამიანის შრომის შედეგად შეიქმნა და მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, პირადად ბატონ ირაკლი მეძმარიაშვილს, იმ თანადგომისთვის, რასაც მათგან მუშაობის პროცესში ვგრძნობდით.

ქუთაისს უკვე აქვს სპორტის პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ახლა მთავარია ამ გეგმის რეალობად ქცევა!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება