ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ორივე მხარემ "დაადასტურა ისრაელის უფლება თავდაცვის შესახებ, განიხილეს მათი ჩართულობა რეგიონალურ პარტნიორებთან კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „მათ გაიმეორეს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მდგრადი მიწოდების აუცილებლობა“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!