ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით და თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ საქართველოს­ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით და მათ ოჯახებს თანავუგრძნობ.

ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ყაზახი ხალხისადმი.

თანავუგრძნობ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება