ისრაელის საგარეო უწყება - დაღესტნის აეროპორტის ინციდენტი დასრულდა - ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან

ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღესტნის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რომლის დროსაც ბრბო აეროპორტში შეიჭრა, რათა ისრაელიდან ჩაფრენილ ავიარეისზე ებრაელები ეპოვა, არავინ დაშავებულა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პრობლემა რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ზვიმ დიპლომატებთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და სხვა ჩინოვნიკებთან ერთად მოაგვარა.

თავის მხრივ, დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აეროპორტში ბრბოს იერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან როგორც სამართალდამცავები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება