სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით პეკინს ეწვია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას მიიღებს სიანშანის უსაფრთხოების ფორუმში, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, - აცხადებენ სამინისტროში.

სიანშანის უსაფრთხოების მე-10 ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აკადემიკოსებისა და დიპლომატების გარდა, მას 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრება, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, ირანიდან, რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან და შეერთებული შტატებიდან. დელეგაციების დაახლოებით მესამედი წარმოდგენილი იქნება თავდაცვის მინისტრებისა და გენერალური შტაბის უფროსების დონეზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!