პაატა მანჯგალაძე - საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა - „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული

საქართველოში მშვიდობა უკრაინელების დამსახურებაა - „ქართული ოცნება“ ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში წარმატების შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა.

„ვითარება ძალიან მწვავეა და ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არის უკრაინელების დამსახურება. კიევთან რომ ცხვირ-პირი მიანგრიეს რუსულ ტანკს, ამიტომ ვერ გაბედა საქართველოში შემოსვლა, თორემ შემდეგი სამიზნე იქნებოდა საქართველო. პუტინმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის აღდგენა, კიევის შემდეგ საბჭოთა კავშირში ვის შეიყვანდნენ?! რა თქმა უნდა, საქართველოს. ამიტომ "ქართული ოცნება" ნუ დაიბრალებს იმას, რაც მათზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მშვიდობის საქმეში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე "ქართული ოცნება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე დღეს პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება