გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კვებას მოუმატა. როგორც ალასანია აღნიშნავს, მას ექიმები ეუბნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს.

ალასანიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა.

„რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ბრალი, რომელიც სააკაშვილს წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება.

„ჩემი დაკვირვებით, ჩემ შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია. ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს, ეს მოსამართლეები, პროკურორები ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან და მათაც შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო