საია-ს თავმჯდომარე - 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა გამართლებული არ იყო - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან შეკრების თავისუფლება დაირღვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

კერძოდ, საია-ს შეფასებით, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა.

„რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს.

ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა. კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს.

კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც",-აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საია რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და სასამართლოს.

„პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა გამართლებული არ იყო. აქციის დასაშლელად გამოიყენეს სხვადასხვა საშუალებები ერთდროულად, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა. გამოიყენეს ძალა განურჩევლად იმისა, პირი არღვევდა თუ არა შეკრების უფლებას, რაც საბოლოოდ, ამ ადამიანების შეკრების თავისუფლებას არღვევდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან შეკრების თავისუფლება დაირღვა. გარდა ამისა, ჟურნალისტების მიმართ მოპყრობა იყო არასწორი, ესეც არღვევდა მათ უფლებებს. ჩვენ ასევე შევისწავლეთ ფაქტები, როდესაც აქციის მონაწილეებს განურჩევლად აკავებდნენ მიუხედავად იმისა, მათ ჩაიდინეს თუ არა სამართალდარღვევები. შედგენილი ოქმები ვერ პასუხობდა იმ სტანდარტებს, რასაც უნდა პასუხობდეს. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც აქტივისტების საქმეზე მიიღებოდა, იყო შაბლონური. ჩვენი რეკომენდაცია განსაკუთრებით მიემართება შსს-ს, იმიტომ, რომ მას აქვს ეს შესაძლებლობა, შეასრულოს რეკომენდაციები. იგულისხმება ის, რომ პოლიციამ არ გამოიყენოს შეკრების უფლებით მოსარგებლეების წინააღმდეგ ის ძალა, რომელსაც ასეთ შემთხვევებში იყენებს. გამოიყენოს მოლაპარაკებების რესურსი, რომელიც ამ შემთხვევაში არ გამოიყენა. უზრუნველყოს ის, რომ დაკავების პრაქტიკა შეიცვალოს და არ იყოს ასეთი მასობრივი",-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

საია-ს თავმჯდომარე - 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა გამართლებული არ იყო - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან შეკრების თავისუფლება დაირღვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

კერძოდ, საია-ს შეფასებით, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა.

„რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს.

ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა. კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს.

კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც",-აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, საია რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და სასამართლოს.

„პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა გამართლებული არ იყო. აქციის დასაშლელად გამოიყენეს სხვადასხვა საშუალებები ერთდროულად, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა. გამოიყენეს ძალა განურჩევლად იმისა, პირი არღვევდა თუ არა შეკრების უფლებას, რაც საბოლოოდ, ამ ადამიანების შეკრების თავისუფლებას არღვევდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან შეკრების თავისუფლება დაირღვა. გარდა ამისა, ჟურნალისტების მიმართ მოპყრობა იყო არასწორი, ესეც არღვევდა მათ უფლებებს. ჩვენ ასევე შევისწავლეთ ფაქტები, როდესაც აქციის მონაწილეებს განურჩევლად აკავებდნენ მიუხედავად იმისა, მათ ჩაიდინეს თუ არა სამართალდარღვევები. შედგენილი ოქმები ვერ პასუხობდა იმ სტანდარტებს, რასაც უნდა პასუხობდეს. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც აქტივისტების საქმეზე მიიღებოდა, იყო შაბლონური. ჩვენი რეკომენდაცია განსაკუთრებით მიემართება შსს-ს, იმიტომ, რომ მას აქვს ეს შესაძლებლობა, შეასრულოს რეკომენდაციები. იგულისხმება ის, რომ პოლიციამ არ გამოიყენოს შეკრების უფლებით მოსარგებლეების წინააღმდეგ ის ძალა, რომელსაც ასეთ შემთხვევებში იყენებს. გამოიყენოს მოლაპარაკებების რესურსი, რომელიც ამ შემთხვევაში არ გამოიყენა. უზრუნველყოს ის, რომ დაკავების პრაქტიკა შეიცვალოს და არ იყოს ასეთი მასობრივი",-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა