მიხეილ სააკაშვილი - ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში

ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეს საქმე ოთარ ფარცხალაძის მიერ არის წამოწყებული.

„მე მინადა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ მინდა გამოვიცნოთ, აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომელიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში. მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი და ყველა ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და ჩემი არსებობა, საშინლად აღიზიანებს რუსეთს. მათ კონკრეტულად გამოაგზავნეს ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა ეს საქმეები. ფარცხალაძემ კონკრეტული გვარები ამოარჩია, კონკრეტულად ყველა რუსეთის მტრები. თავის დროზე რუსები მთავაზობდნენ, რომ დამენიშნა ვალერი ხაბურძანია უშიშროების მინისტრად და მაშინ ხელს არ დამაკარებდნენ, მერე ამათ დანიშნეს ფარცხალაძე პროკურორად და მშვენივრად მონახეს საერთო ენა. ამიტომ ეს საქმე წარმოდგება სწორედ ამისგან“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება