მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს - გაძლევთ საუბრის შესაძლებლობას, როგორც ყოველთვის მომიცია, მაგრამ მოგიწოდებთ, ისაუბროთ განსახილველი საკითხისა და ბრალდების ირგვლივ

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ბრალდებულს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ნება დართო, თუმცა მოუწოდა, რომ მხოლოდ განსახილველი საკითხისა და წარდგენილი ბრალის ირგვლივ ისაუბროს.

მოსამართლის მიმართვაზე, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ყველაფერი, რაზე საუბარსაც აპირებს, გლობალურ პოლიტიკას ეხება.

„მოგიწოდებთ შეესაბამებოდეს განსახილველ საკითხს, წარდგენილ ბრალდებას. გაძლევთ საუბრის შესაძლებლობას, როგორც ყოველთვის მომიცია, მაგრამ მოგიწოდებთ, ისაუბროთ განსახილველი საკითხისა და ბრალდების ირგვლივ. თუ არ ეხება განსახილველ საკითხს, უფლებას დავიტოვებ, შეგაწყვეტინოთ სიტყვა და არ მოგცეთ საუბრის გაგრძელების შესაძლებლობა. მე შემიძლია თავიდანვე არ მოგცეთ სიტყვა. როგორც ჩანს, ისეთი განწყობა აქვს, რომ უნდა ისაუბროს მსოფლიოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, რის შესაძლებლობას ვერ მივცემ, რადგან რაც მსოფლიოში ხდება, ყველაფერი ამ საქმესთან არაა კავშირში“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილის თქმით კი, „განსახილველ საკითხზეა ყველაფერი, რაც მსოფლიოში გლობალურ პოლიტიკას ეხება“.

„გთხოვთ ხელოვნურად ნუ შემზღუდავთ. არ ვიცი, რა დავალება მიიღეთ, მაგრამ მე ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. ყველაფერი ეს ეხება გლობალურ პოლიტიკას“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, უწყება გაგზავნილი აქვთ, თუმცა, ჩაბარდა თუ არა, ეს მათთვის უცნობია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება