ანა წითლიძე - როცა მარეგულირებელი კომისია ხელისუფლების ფილიალია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ

როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ფილიალი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება დამატებითი ბერკეტი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი რეგულაციების შემოღება დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტები არიან დამოუკიდებლები, ნორმალური იქნებოდა.

„მედიასთან დაკავშირებული ეს ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება ზეწოლას. ეს ცვლილება ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი და ობიექტურია და სადაც, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამორიცხული იქნება. როცა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, როცა მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ერთ-ერთი ფილიალი, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ხელისუფლება და გვინახავს კომისიის მიერ მიღებული არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება, რადგან ხელისუფლებამ ასე უბრძანა, ასეთ ვითარებაში ეს ცვლილებები იქნება ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტი, რომ გამოიყენოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ,“ - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო