გამოცემა Global Finance-სგან „თიბისიმ“ რამდენიმე ჯილდო მიიღო

საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-სგან „თიბისიმ“ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისისთვის“ როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომპანიის ცნობით, „თიბისის“ მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიჯიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიები უკავიათ“, - აცხადებს Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი ჯოზეფ ჯარაპუტო.

„თიბისის“ ინფორმაციით, ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. „თიბისისთვის“ გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც „თიბისის“ გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება