მოსამართლე მიხეილ სააკაშვილზე - სასამართლოზე ის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, აქ პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი, რაც ავალდებულებს, რომ საქმის გარშემო ისაუბროს!

[მიხეილ სააკაშვილი] ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის აქ პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი, რაც მას ავალდებულებს, რომ საქმის გარშემო ისაუბროს! - ამის შესახებ ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ბრალდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას გაკეთებული განცხადებების შესახებ აღნიშნა.

მისივე თქმით, მოსამართლეს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება განსახილველ საკითხებს.

„ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან" მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო