ბექა ლილუაშვილი - გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს „ფეიკ“ პოლიტიკურ კვლევას და უკვე ამ ფორმით გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

„ისინი გამოიყენებენ გაყალბებული კვლევის მაჩვენებლებს და ამას ემსახურებოდა, მათ შორის ის ბოდვა, რაც შეეხებოდა საარჩევნო კოალიციებს, სადაც „ქოცები“ იძახდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველას 1-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ახლა ამას ეცდებიან თავიანთი პროპაგანდისა და გაყალბებული კვლევების მეშვეობით, რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური საფრთხობელა, თუმცა ეს მათ ამ არჩევნებისთვის არ გამოუვათ,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!