„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union”) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union”) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა. ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიან ოსვალდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ „Silk Road Forum”-ის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორთან ლევან ჩიკვაიძესთან შეხვედრისას, საუბარი საფოსტო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირი“ 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორს აერთიანებს და ქვეყნებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობასა და საფოსტო დარგის სტრატეგიის განხორციელებას უზრუნველყოფს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება