ადვოკატი - მოსამართლე რაღაც ახალ თეორიას გვიმტკიცებდა - მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის გათიშა, პროცესში მონაწილეობას იღებსო, ეს ახალი სიტყვაა თეორიულ ფიზიკაში

მოსამართლე რაღაც ახალ თეორიას გვიმტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის გათიშა, პროცესში მონაწილეობას იღებსო. ეს ახალი სიტყვაა თეორიულ ფიზიკაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციური ჩართვიდან გათიშეს, არაჰუმანურია.

"მოსამართლე კოჭლამაზაშვილი ამ საქმეზე იღებს არაერთ უკანონო გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა ყველანაირ საზღვარს გაცდა და არაადამიანური გადაწყვეტილება მიიღო. საავადმყოფოდან ჩართული მესამე პრეზიდენტი სიტყვის თქმის გარეშე გათიშა ისე, რომ ფაქტობრივად, სხდომის დარბაზიდან გააძევა, შემდეგ კი, რაღაც ახალ თეორიას გვიმტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის გათიშა, პროცესში მონაწილეობას იღებსო. არ ვიცი, ალბათ, ფარდობითობის თეორიის შემდეგ, ეს ახალი სიტყვაა თეორიულ ფიზიკაში, რომ ადამიანი არც სხდომაზეა წარმოდგენილი, არც დისტანციურად ერთვება და თურმე, ის პროცესში მონაწილეობს. ყოჩაღ, ბატონ ბადრის, ვფიქრობ, რომ მან შრომების წერა უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით და არა სამართლებრივ ალმანახებში, არამედ ღრმა, ფუნდამენტურ ფიზიკის სახელმძღვანელოებში უნდა აღმოჩნდეს ეს მაგალითი", - განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია ასევე გამოეხმაურა მოსამართლის განმარტებას, რომ სააკაშვილი გლობალურ პოლიტიკაზე საუბრობდა და რომ ის პოლიტიკურ მიმომხილველად არ იყო მიწვეული.

"მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქართულ პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, დიახ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც პოლიტიკური პატიმრების ბედზე ახდენს გავლენას, მოცემული საქმის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. ამ 9 მილიონში, საუბარია ჰილარი კლინტონისთვის, ბაიდენისთვის, იუშენკოსთვის გაწეულ ხარჯზე. ეს ადამიანები საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები არიან, მიხეილ სააკაშვილს რატომ არ უნდა მიცეს პოლიტიკურად დევნის საქმეზე განცხადების გაკეთების და მიმოხილვის საშუალება საერთაშორისო მოვლენებზე, რაც საქართველოზე გავლენას ახდენს? ",- განაცხადა ბასილაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება