პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ეგიდით, პალიასტომის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ეგიდით, პირველად, პალიასტომის ტბის ჯუნგლებში, თევზაობაში ფესტივალი გამართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირებმა, 2 დღის განმავლობაში, ერთად იცხოვრეს და „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს. მონაწილეებმა, ჯერ, პალიასტომის ჯუნგლებში ბორნით გაისეირნეს, შემდეგ კი, თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თევზაობის აქტივობაში, გამარჯვება, კახაბერ ჟორჟიკაშვილმა მოიპოვა და მედალი და დიპლომი სწორედ მას გადაეცა.

„პროექტის გენერალური სპონსორია „პლატფორმა ინიციატივა,“ ხოლო მხარდამჭერები კომპანია „სოკარი“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე, გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიები, რომლებიც შშმ პირებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს, აქტიურ ცხოვრებაში დარჩენისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, 30-მდე სპორტულ-კულტურული აქტივობა იმართება და მათში მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 600-ზე მეტი შშმ პირი, ომის ვეტერანი და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები იღებენ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება