ალუდა ღუდუშაური - თუ ოფიციალურად გვეტყვიან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ მოხდება

თუ ოფიციალურად, წერილობით გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში წინააღმდეგობრივი და დამაბრკოლებელია, ჩასწორდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს „ოპოზიციის წკავ-წკავზე“ დამოკიდებული ვერ იქნება, თუმცა, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა ოფიციალურად იტყვის, რომ რომელიმე ჩანაწერი „დამაბრკოლებელია“, ამას გაითვალისწინებენ. ღუდუშაური ხაზს უსვამს, რომ ამ ცვლილებებზე ელჩმა პოზიტიური განცხადება გააკეთა.

„ვიხილეთ, რომ საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელმაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციის მსჯელობას. ამის შემდეგ დაიწყეს ახალი ვერსიების შეთხზვა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზანია კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ევროინტეგრაციის კუთხით. თუ ოფიციალურად იქნება რაიმე და გვეტყვიან, რომ კონკრეტული ჩანაწერი დამაბრკოლებელია, ეს ცხადია, ამოღებული იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის ხუშტურებისა და წკავ-წკავის საფუძველზე არ ხდება, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი პირები,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ინტერპრესნიუსს" „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე განუცხადეს, რომ „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს.

მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება