ამბროლაურში „მწიგნობარი 2023“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

29 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ,,მწიგნობარი 2023" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და სხვადასხვა სფეროდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„გამარჯვებულები თერთმეტ ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომელთაც სიგელები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ დაარსდა 2004 წელს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და სხვადასხვა სახის პროექტებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება