დიმიტრი პესკოვი - დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია

მაჰაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის საინფორმაციო გავლენის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საყოველთაოდ ცნობილია და აშკარაა, რომ მაჰაჩყალას აეროპორტის ირგვლივ გუშინდელი განვითარებული მოვლენები, მეტწილად, გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის გარედან ინფორმაციის გავლენის შედეგი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „სატელევიზიო კადრების ფონზე, რომლებშიც ნაჩვენებია საშინელება, რაც ხდება ღაზiს სექტორში - ადამიანების, ბავშვების, მოხუცების, ექიმების დაღუპვა, არაკეთილსინდისიერებისთვის ძალიან ადვილია სიტუაციის ბოროტად გამოყენება, მისი პროვოცირება და ხალხის აღელვების გამოწვევა“.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართა დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, 60 პირი დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება