საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცესკო-მ საინფორმაციო შეხვედრა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კიმისიის წარმომადგენლებმა პროექტის - „არჩევნების მოდერნიზება - მოემზადე არჩევნებისთვის, გაიგე როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები“ - ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოს ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, საარჩევნო პროცესში, არაერთმა სახელმწიფომ ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა აღიქმება, როგორც დემოკრატიის განვითარების, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის განმტკიცების, არჩევნების შედეგების სამართლიანი ასახვის, კონფიდენციალურობის დაცვისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. ცესკო-სთან კომუნიკაციით გადავწყვიტეთ, რომ მასშტაბური კამპანია, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაგვეტარებინა. 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამდენად, სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი 2024 წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღონ. მადლობას მოვახსენებ ცესკოს წარმომადგენლებს საინტერესო შეხვედრისთვის“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას 2024 წელს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ცესკო-ს წარმომადგენელმა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.

უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება