ირაკლი ფავლენიშვილი - მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის სახელით შევპირდე კრემლის ყველა მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი მალე დადგება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, რომლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“ გათიშეს. როგორც ფავლენიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, კრემლის და „ქართული ოცნების“ მიზანია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშოროს.

„კრემლის მიზანია, მთლიანად პოლიტიკური ასპარეზიდან გამოთიშოს საქართველოში მთავარი მეტოქე. ადამიანი, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ შექმნა, რომელმაც წარმატებული საქართველოს მოდელი შექმნა, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში დაიწყო ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი. მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის სახელით შევპირდე კრემლის ყველა მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მალე დადგება. ეს საკითხი დადგება საერთაშორისო მასშტაბითაც თქვენი სანქცირების კუთხით და ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისითაც მას შემდეგ, რაც მოხდება ამ რუსული, უსამართლო სისტემის დემონტაჟი“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან" მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარშემო ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება