ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი.

„ჩვენ ნოემბერში გვექნება საშუალება, რომ საბოლოო შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას, ასევე, იქ დასაქმებულ ადამიანებს და ამის შემდეგ ყველას გექნებათ ეს ინფორმაცია,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალი შენობაში ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან გააგრძელებს.

„ვფიქრობ, ამ კვირის ჩათვლით სრულად მზად იქნება და წლის ბოლომდე ახალ შენობაში გადავა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება