ALDE-ს მოწვევით ნანა ტოხვაძე ლიბერალ ქალთა ყოველწლიურ სამიტს დაესწრო

ALDE-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით 27-28 ოქტომბერს, ამსტერდამში, ლიბერალ ქალთა ალიანსის სამიტი გაიმართა, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე დაესწრო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ორდღიან სამიტს „ალდეს“ პოლიტიკური ოჯახის წევრი პარტიების წარმომადგენლები - FDP, VVD, D66 და სხვა პარტნიორი ევროპული ფონდები (ELF, FNF ) ესწრებოდნენ, რომლებიც ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებენ.

„აღნიშნული სამიტის ფარგლებში გახსნით ღონისძიებაში ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები: გერმანიის განათლების მინისტრი, ბეტინა სტარკი, ესტონეთის კულტურის მინისტრი ჰაიდი პურგა, შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ მინისტრი, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები, ALDE - ს ვიცე-პრეზიდენტები და ახალარჩეული გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.

სამიტის და სამუშაო ჯგუფების მთავარ ამოცანას ალიანსის წევრი, პოლიტიკაში ჩართული ქალების გაძლიერება და სამომავლოდ მათ მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა წარმოადგენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება