9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო 9 ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები 9 ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ 9 ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს, დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინის და ცაიშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის ქ. N147.

უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი 9 ძმის ქ. N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდეს და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება