ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტი 300 ლარიდან 700 ლარამდე გაიზარდოს, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

პარტია „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, საფოსტო გზავნილებზე ბაჟის ლიმიტის 300 -დან 700 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„საბაჟო გადასახადზე დაწესებულია ძალიან დაბალი ზღვარი. ჩვენ ამ ზღვრის გაზრდას 700 ლარამდე დიდი ხანია ვითხოვთ. კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.

ჩვენ ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ზოგადად, მთავრობა და ე.წ ,,რითეილის“ ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამას ეწინააღმდეგებიან. თუმცა ამ ინიციატივას ემხრობა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ონლაინ გამოწერებით. რა არჩევანს უტოვებს სახელმწიფო ამ ადამიანებს? უნდა გაატყავოს, იმიტომ, რომ მოლში ვიღაცამ არაადეკვატურად მაღალ ფასად გაყიდოს მისი შემოტანილი პროდუქცია?

ონლაინ გამოწერებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში და ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადეკვატური პირობებით სარგებლობა. 300 - ლარიანი ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდა ლოგიკური და სამართლიანია!“, - აცხადებს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლიმიტის დაწესებიდან გავიდა 13 წელი და დაწესებული 300 - ლარიანი ლიმიტი ვერ პასუხობს ლარის კურსის გაუფასურებით განსაზღვრულ გამოწვევებს.

„დღეს არსებული კანონმდებლობით გადასახადისგან გათავისუფლებულია საფოსტო გზავნილი, რომლის ღირებულება 300 ლარზე ნაკლებია, ხოლო თუ გზავნილის ღირებულება აჭარბებს 300 ლარს, პირი ვალდებულია განაბაჟოს გზავნილი და გადაიხადოს განბაჟების ღირებულება, რაც წარმოადგენს გზავნილის/ამანათის ღირებულების 18%-ს. ლიმიტი დაწესდა 2009 წელს, როდესაც ლარის კურსის თანაფარდობა აშშ დოლართან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იყო - დაახლოებით 1 აშშ დოლარი -1.66 ლარი; ლიმიტის დაწესებიდან გავიდა 13 წელი და დაწესებული 300 ლარიანი ლიმიტი ვერ პასუხობს ლარის კურსის გაუფასურებით განსაზღვრულ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2009 წლამდე ლიმიტი წარმოადგენდა 1 500 ლარს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებას მხარს ოპოზიცია უჭერდა, თუმცა ხელისუფლებამ კომიტეტებზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებზე განიხილეს.

ინიციატივა გულისხმობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რათა გადასახადისგან გათავისუფლდეს 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილები და მცირე მნიშვნელობის ტვირთი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს