ირინე ჯავახაძე - მიმდინარე წელს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოვლინდა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდა

მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოვლინდა, შედეგად 12 ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძემ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 ათასიდან 16 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„სააგენტოს ინსპექტორების მიერ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოვლინდა. ინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართლებრივი ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თოთხმეტი ავტორიზებული აფთიაქიდან რვას ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერა. აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 ათასიდან 16 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს“,- აღნიშნა ირინე ჯავახაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება