სერგეი შოიგუ - დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს

დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაფართოებას ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

„ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს“, - განაცხადა შოიგუმ პეკინში, სიანშანის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პეკინში გამართულ ფორუმზე შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავის ძალებს აძლიერებს, ზრდის სამხედრო წვრთნების მასშტაბებს და აწარმოებს დაჩქარებულ შეიარაღებას.

„დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა შოიგუმ.

რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების „ჰუმანიტარული ინტერვენციების“ საბაბად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება