გივი მიქანაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის  ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახბ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ იესპერ მოლერს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გამოხატავს.

პარლამენტის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მხარდაჭერაზე. ამ კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდებს სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული მათ სამუშაო გამოცდილებაში ჩაეთვლებათ. საუბარი, ასევე შეეხო კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოში UNICEF-ის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის საკითხს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლამდელი განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მიმდინარე იმ თემატურ მოკვლევებზე, რომლებიც UNICEF-ის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის მიერ ინიცირებულ თემატურ მოკვლევაზე "მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები".

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა UNICEF-ის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს. ამასთანავე, იესპერ მოლერის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობა ემთხვევა UNICEF-ის პრიორიტეტულ მიმართულებებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება