ირინე ჯავახაძე - 69 სამედიცინო დაწესებულებამ დანიშნულება რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა

69 სამედიცინო დაწესებულებამ რეცეპტის გამოწერის გარეშე გასცა დანიშნულება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძემ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტომ 85 სამედიცინო დაწესებულებაში შეამოწმა სანებართვო პირობების დაცვის მდგომარეობა.

„მიმდინარე წელს, 74 ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება არის შემოწმებული, ასევე, 121 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნების შესაბამისი ფორმის, ელექტრონული რეცეპტის სავალდებულო გამოწერის საკითხებთან მიმართებაში.

შემოწმების შედეგად, რეცეპტის გამოწერის გარეშე გაცემული დანიშნულების ფაქტი გამოვლინდა 69 დაწესებულებაში, რის შედეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდა“, - აღნიშნა ირინე ჯავახაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება