ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“  მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე - ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი სახლებში დავაბრუნოთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, „სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა“.

ნეთანიაჰუ ვიდეოს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, რომელშიც მან მძევლებს სახელებით მიმართა.

„ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია „ჰამასის“ და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სამი მძევალი ქალი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს.

„გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა „ჰამასის“ ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ“, - აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.

გავრცელებულ ვიდეოში მძევალი ქალი ნეთანიაჰუს, 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის გამო, პოლიტიკურ და ეროვნულ უგულებელყოფას სდებს ბრალად.

„ჩვენ უდანაშაულო მოქალაქეები ვართ. მოქალაქეები, რომლებიც გადასახადებს ისრაელის სახელმწიფოში იხდიან. თქვენ ჩვენი მოკვლა გინდათ. თქვენ გინდათ ყველა დაგვხოცოთ ისრაელის თავდაცვის ძალების გამოყენებით“, - დაამატა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფმა ქალბატონმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება