ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“

[ოპოზიციაში] პირდაპირ საუბრობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი კონტრპროდუქტიული იქნება - მათ პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია აგიტაციას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ, მათივე კოლეგებმა გათქვეს.

„პირდაპირ აღნიშნეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა აღარ მალავენ საკუთარ განწყობას იმ პირობებში, როდესაც თვისობრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი კონტრპროდუქტიული იქნება, ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, მათ პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“. ეს მათი დამოკიდებულებაა და განწყობა“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება